ფეხბურთი

2:15 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია: ზივზივაძე შეიძლება წავიდეს, "კარლსრუე" ამ შეთავაზებაზე უარს ვერ იტყვის

„კარლსრუე“ შესაძლოა, ბუდუ ზივზივაძემ დატოვოს. როგორც გერმანული გამოცემა Ka-News.de იტყობინება, გერმანულ გუნდს სამი ერთი სტილის ფორვარდი ჰყავს - ბუდუ ზივზივაძე, ანდრინ ჰუნციკერი და სტეფანო მარინო, გარდა ამისა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ „კარლსრუეს“ „შტუტგარტიდან“ იჯარი ლუკა პფაიფერი შეუერთდება.

გუნდში ოთხი ფორვარდის ყოლა კი, საკმაოდ შეუსაბამოა. მაშ ვინ უნდა წავიდეს? წყაროს თანახმად, მარინოს და ჰუნციკერის წასვლა არარეალურია, თუმცა, ასე არ არის საქმე ბუდუსთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილი ხდება, „კარლსრუემ“ ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღო ქართველ ფორვარდთან დაკავშირებით, რომელსაც თავის მხრივ ხელფასის სახით შვიდნიშნა შემოთავაზება აქვს. Ka-news წერს, რომ „კარლსრუე“ ამ შეთავაზებაზე უარს უბრალოდ ვერ იტყვის.

ჯერჯერობით, არ სახელდება გუნდის ვინაობა, მაგრამ ბუდუს ახლო წარსულში ყველაზე ხშირად „ზანკტ პაულისთან“ და „ტრაბზონსპორთან“ აკავშირებდნენ.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ ოთხ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. მას „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.119817