ფეხბურთი

11:03 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

არაბულმა კლუბმა "სიტისთან" კანსელუს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

„მანჩესტერ სიტის“ მცველი ჟოაუ კანსელუ შესაძლოა „ალ-ჰილალში“ გადავიდეს. ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.

„ალ-ჰილალი“ „სიტის“ 25 მილიონ ევროს გადაუხდის, ახლა საბოლოო გადაწყვეტილება 30 წლის პორტუგალიელმა მცველმა უნდა მიიღოს, დათანხმდება თუ არა, არაბეთში თამაშს.

კანსელუს „ალ-ჰილალი“ სეზონში 15 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით და ფეხბურთელი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. ის პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის და ახალი კლუბის მოძებნა უწევს.

ჟოაუ კანსელუს „ბენფიკაში“, „ვალენსიაში“, „ინტერში“, „იუვენტუსში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ აქვს ნათამაშები.

0.123634