ფეხბურთი

11:40 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო კიეზა შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა „ლივერპულს“ დაუკავშირეს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა შესაძლოა, იტალიელი შემტევი დაიმატოს.

„ლივერპულს“ მიმდინარე ზაფხულს არავინ დაუმატებია, გადაწყვეტილია მხოლოდ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი, ისიც ქართველი გუნდს გაისად შეუერთდება და ამ სეზონს იჯარით „ვალენსიაში“ დაასრულებს.

რაც შეეხება კიეზას, ინგლისელები განიხილავენ ამ ვარიანტს და ტურინულ კლუბთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ. თავის მხრივ, ფეხბურთელსაც პრემიერლიგაში კარიერის გაგრძელების სურვილი აქვს. „იუვენტუსს“ ფედერიკო ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული და 15 მილიონ ევროს ითხოვს. 26 წლის შემტევი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და გუნდთან ერთადაც არ ვარჯიშობს. იტალიელ შემტევს „ლივერპულის“ გარდა, „ბარსელონას“ და ლონდონის „ჩელსის“ უკავშირებენ.

ფედერიკო კიეზამ კარიერა „ფიორენტინაში“ დაიწყო, ხოლო 2020 წლიდან „იუვენტუსის“ მაისურით 131 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

0.118497