ფეხბურთი

1:00 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალექს სანდრო ბრაზილიაში დაბრუნდა

ვეტერანი ბრაზილიელი მცველი ალექს სანდრო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს.

33 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა. ალექს სანდრო „ფლამენგოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ალექს სანდრო 2015-2024 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა და 327 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ატლეტიკო პარანაენსეს“, „სანტოსის“ და „პორტუს“ ღირსებას იცავდა.

0.115587