ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი ევროპაში დაბრუნდა და კარიერას „რაიო ვალეკანოში“ გააგრძელებს.
ხამესმა მადრიდულ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როდრიგესი ლა ლიგას კარგად იცნობს, რადგან წლების განმავლობაში მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.
33 წლის კოლუმბიელს ასევე უთამაშია „ბანფილდში“, „პორტუში“, „მონაკოში“, „ბაიერნში“, „ევერტონში“, „ალ-რაიანში“ და „ოლიმპიაკოსში“, ბოლოს კი, „სან პაულუს“ წევრი იყო.
ხამეს როდრიგესმა ზაფხულში კოპა ამერიკაზე დიდებულად ითამაშა, სადაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.