ფეხბურთი

17:16 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენის აგენტი: "ვიქტორს ევროპაში ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი"

ვიქტორ ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ნიგერიელი შეიძლება არაბულ „ალ-აჰლიში“ გადავიდეს.

კალენდამ ეს ცნობა უარყო, თქვა, რომ ოსიმენს ევროპაში ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი:

„ოსიმენი „ნაპოლის“ ფეხბურთელია, ახლახან ორმხრივი შეთანხმებით გააფორმა ახალი კონტრაქტი. მან დაწერა კლუბის ისტორია და როდესაც მნიშვნელოვანი შეთავაზებები იყო (წელსაც), კლუბის გადაწყვეტილებას ყოველთვის ვიღებდით. როგორც ვთქვი, ის არ არის შორს გასაგზავნი ამანათი, რომ სხვებისთვის ადგილი გამოათავისუფლოს. ვიქტორი აფრიკის წლის ფეხბურთელია და „ოქროს ბურთზე“ მერვე ადგილზე გავიდა. მას ევროპაში ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. საჭიროა პატივისცემა და ბალანსი“, - დაწერა კალენდამ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს მიმდინარე სეზონში „ნაპოლიში“ ჯერჯერობით არ უთამაშია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღე რჩება და ნიგერიელის მომავალიც მალე უნდა გაირკვეს.

0.110047