ფეხბურთი

12:24 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა „ლივერპულის“ რეკორდი დაამყარა

პრემიერლიგის მე-2 ტურში „ლივერპულმა“ „ბრენტფორდს“ მოუგო - 2:0. ამრიგად, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი გახდა „ლივერპულის“ პირველი დამრიგებელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველი ორი თამაში მოიგო გუნდის სათავეში ყოფნისას - გვამცნობს Opta Sport.

შეგახსენებთ, რომ ადრე ნიდერლანდელი გახდა 21-ე საუკუნეში „წითლების“ პირველი მწვრთნელი, რომელმაც პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი მოიგო. პირველ ტურში „ლივერპულმა“ „იპსვიჩი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

45 წლის არნე სლოტმა „ლივერპული" ამ ზაფხულს ჩაიბარა.

0.147408