„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ, რომელშიც გოლი და საგოლე პასი მიითვალა, კომენტარი გააკეთა.
როგორც კვარამ აღნიშნა, ანტონიო კონტესთან მუშაობა წარმატების გარანტიაა და იმედი აქვს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გულშემატკივარს გაახარებენ.
„მამობამ დიდი ენერგია მომცა და ვფიქრობ, ეს თამაშის დროს მოედანზე ვაჩვენე. დიდი სურვილი მქონდა მოედანზე გავსულიყავი და ჩემი წვლილი შემეტენა გამარჯვებაში, რომ თამაში მოგვეგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის დიდი სურვილი აქვს ახალი რაღაცების სასწავლად, რომელიც ჩემი განვითარებისთვის სასარგებლო იქნება და კონტესთან მუშაობა რა თქმა უნდა, გარანტიაა. იმედი მაქვს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ვისიამოვნებთ“, - განაცხადა ხვიჩამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, „პარმასთან“ ჩაატარებს.