ფეხბურთი

0:12 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინადან“ არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ნიკო გონსალესი დაიმატა.

ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. გონსალესი „იუვეს“ იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა, რის გამოც არგენტინელმა ტურინულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის საფასურმა მთლიანობაში 33 მილიონი ევრო შეადგინა.

ნიკო გონსალესმა კარიერა „არგენტინოს ხუნიორსში“ დაიწყო, შემდეგ „შტუტგარტში“ თამაშობდა, ხოლო 2021 წლიდან „ფიორენტინას“ მაისურით 125 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში მას 39 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.124393