ფეხბურთი

20:05 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძემ უზბეკეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატში „ქიზილქუმის“ ქართველმა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ დუბლი შეასრულა.

„ქიზილქუმი“ 0:4 მარცხდებოდა, როდესაც ლობჯანიძემ 36-ე და 54-ე წუთებზე ორჯერ გაიტანა და საბოლოოდ, მისი გუნდი 2:4 დამარცხდა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

მან და აკაკი შულაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი კუხიანიძე მოედანზე 72 წუთი იყო. ლობჯანიძემ პირველი გოლი შულაიას პასით გაიტანა.

„ქიზილქუმი“ 18 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 სექტემბერს, „სოგდიანას“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11727