ფეხბურთი

19:26 | 25.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კომპანის კარგი დებიუტი და "ბაიერნის" პირველი გამარჯვება სეზონში

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგა გამარჯვებით დაიწყო, რთულად, მაგრამ მაინც.

ვენსან კომპანის ოფიციალური დებიუტიც წარმატებული გამოდგა. „რეკორდმაისტერი“ „ვოლფსბურგს“ ესტუმრა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

მიუნხენელებმა პირველი ტაიმი ჯამალ მუსიალას გოლით მოიგეს, მეორე ტაიმის სტარტი კი სტუმრებისთვის კოშმარული გამოდგა: ხორვატმა ნახევარმცველმა ლოვრო მაიერმა 55-ე წუთისთვის დუბლი შეასრულა და „მგლები“ დაწინაურდნენ.

„ვოლფსბურგმა“ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ჯერ იაკუბ კამინსკის ავტოგოლით გათანაბრდა, ხოლო 82-ე წუთზე სერჟ გნაბრიმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

„ბაიერნი“ მეორე ტურში „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვოლფსბურგი“ „ჰოლშტეინ კილს“ ესტუმრება.

0.113841