საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ლე ავრს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
„მწვანეებმა“ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს, მეორე ნახევარში კი, 10-წუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვეს და წააგეს. ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 62-ე წუთამდე იყო, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ გადაარჩინა.
„სენტ ეტიენი“ ორი ტურის შემდეგ „ლიონთან“ ერთად ბოლო ორ პოზიციას იყოფს. აღსანიშნავია, რომ არც დავითაშვილის „სენტ ეტიენს“ და არც გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ ჯერ არათუ ქულა არ მოუპოვებია, არამედ გოლიც არ გაუტანია.
„სენტ ეტიენი“ მომდევნო ტურში 31 აგვისტოს, სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდება.