ფეხბურთი

22:37 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ყველამ იცის, რომ ეს ჩემი პოზიცია არაა, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „მონაკოსთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თავი უნდა ასწიონ და გამარჯვების გზა იპოვონ.

„კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, ვიმუშაოთ ვარჯიშზე და გამოვასწოროთ ის, რასაც არასწორად ვაკეთებთ. მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო, ეს ანგარიშიდან და სტატისტიკიდანაც ჩანს. მომენტებს თუ ვერ შექმნი, გოლს ვერ გაიტან და თამაშსაც გოლის გარეშე ვერ მოიგებ.

ჩემი პოზიცია? მწვრთნელს სჭირდებოდა, რომ ფლანგზე მეთამაშა, მეც ვცდილობ ყველაფერი გავიღო. ყველამ იცის, რომ ეს ჩემი პოზიცია არ არის, მაგრამ ვცდილობ გუნდს ყველანაირად დავეხმარო. ადვილი არ არის, მაგრამ ეს დასაწყისია, უნდა ვიმუშაოთ, რომ მატჩების მოგება დავიწყოთ. ვცდილობთ, ერთიანები და კონცენტრირებულები ვიყოთ. თავი უნდა ავწიოთ, რომ გამარჯვების გზა ვიპოვოთ.

ლაკაზეტთან ერთად თამაში? მე 9 ნომერი ვარ, თუმცა, როგორც ვთქვი, მწვრთნელი ფლანგზე ან 10 ნომრის პოზიციაზე თუ დამაყენებს, ვითამაშებ, რადგან ის იღებს გადაწყვეტილებებს. მირჩევნია 9 ნომრად ვითამაშო, მაგრამ ვნახოთ, მწვრთნელი რას გადაწყვეტს", - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მესამე ტურში კი, 30 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს.

0.119222