ფეხბურთი

21:42 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: „დიბალამ „რომაში“ დარჩენისთვის დიდ ციფრებზე თქვა უარი“

„რომას" მთავარმა მწვრთნელი დანიელე დე როსი საუდის არაბეთიდან გუნდის თავდამსხმელის, პაულო დიბალას მიმართ ინტერესის შესახებ ამბავს გამოეხმაურა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალ-ქადისიამ“ არგენტინელ ფეხბურთელს 75 მილიონი ევრო შესთავაზა სამწლიანი კონტრაქტისთვის.

„ამაღელვებელი სიტუაციაა, სავსე აღმავლობითა და ვარდნით. მან (დიბალამ) დათმო დიდი ციფრები, ეს არ არის სტანდარტული სიტუაცია. ის ყოველთვის ლიდერი იყო და ახლა პაულო აცნობიერებს გულშემატკივრებსა და გუნდს მისდამი სიყვარულს. ეს ფეხბურთში ხშირად არ ხდება, ამიტომ გულშემატკივრებმა ამით უნდა იამაყონ. დიბალას არჩევანი გულშემატკივრების სიყვარულის შედეგია“, - ციტირებს დე როსის სიტყვებს Calciomercato.it.

არგენტინელი თავდამსხმელი „რომაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. რომაელთა შემადგენლობაში 30 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 78 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 34 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.115392