ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტური „ბრაიტონის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
„თოლიები“ 32-ე წუთზე დენი უელბეკის გოლით მოახერხეს წინ გასვლა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ამად დიალომ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. 10 წუთში „იუნაიტედმა“ მეორეც გაიტანა, მაგრამ ჯოშუა ზირკზე, რომელსაც ბურთი ცარიელი კარის ხაზზე შეეხო, როცა ალეხანდრო გარნაჩოს დარტყმული ბურთი კარში შედიოდა, თამაშგარეში იყო. ამიტომ გოლი გაუქმდა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთზე წუთე კი ჟოაო პედრომ მანჩესტერელთა დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ბრაიტონს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო „მანჩესტერის“ აქტივში 3 ქულაა.