ტურინის „იუვენტუსმა“ ვესტონ მაკკენის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამერიკელი ნახევარმცველის ხელშეკრულება 2025 წელს იწურებოდა და მხარეებმა თანამშრომლობა ერთი წლით განაახლეს.
მაკკენი „იუვენტუსმა“ 2020 წელს გელზენკირხენის „შალკედან“ შეიძინა და მას შემდეგ 103 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო ამ პერიოდში 6 თვით იჯარით „ლიდს იუნაიტედში“ გაატარა.
აღსანიშნავია, რომ მაკკენი მიმდინარე ზაფხულს გუნდს ჩამოაშორეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების განახლებას დათანხმდა, რომლის ფარგლებში სეზონში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, გუნდში დააბრუნეს.