ფეხბურთი

23:07 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია, "ვალენსია" "სელტასთან" მაინც დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ ვიგოს „სელტას“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა თავისი გუნდისგან მარცხისგან ვერ იხსნა. თავიდან „ვალენსია“ დაწინაურდა ლოპესის გოლით, მაგრამ 14 წუთში უკვე „სელტა იგებდა მინგესას და იაგო ასპასის გოლებით.

პირველი ტაიმის მიწურულს მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია, როცა იაგო ასპასს აჯობა.

მეორე ტაიმში ვიგოელებმა მესამე გოლიც გაიტანეს და ადვილად, დამსახურებულად მოიგეს. ქართველ მეკარეს ერთი სეივი ჰქონდა.

„ვალენსია“ ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრება.

0.112999