ფეხბურთი

17:25 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: "ტორინო" საზონოვის გაყიდვის ან იჯარით გაშვების ვარიანტს განიხილავს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 8 დღე რჩება, საბა საზონოვმა კი, ამ პერიოდში შეიძლება კლუბი შეიცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბარი მთელი ზაფხულის განმავლობაში პრაქტიკულად არ ყოფილა, ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა. როგორც Tuttosport-ი იტყობინება, საბამ მთავარი მწვრთნელის, პაოლო ვანოლის მოლოდინი ვერ გაამართლა და „მილანთან“ მატჩში დაშვებული შეცდომების შემდეგ კლუბიდან წასვლა შეიძლება მოუწიოს.

წყაროს თანახმად, „ტორინო“ განიხილავს, როგორც მისი გაყიდვის, ისე იჯარით გასხვისების ვარიანტს. გაყიდვის შემთხვევაში ტურინელები ქართველ მცველში დაახლოებით 3 მილიონ ევროს მოითხოვენ.

საბა საზონოვი „ტორინოს“ ერთი წლის წინ მოსკოვის „დინამოდან“ შეუერთდა და გასულ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მიმდინარე სეზონში „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა მხოლოდ 89-ე წუთიდან. საზონოვს „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.109392