თამაშგარე

14:05 | 23.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუს ცოლი ბოტოქსს ელაციცება

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის, ლუიშ ფიგუს ცოლი, ყოფილი მოდელი ელენ სვედინი უკვე 49 წლის მოიყარა და მტრის გულის გასახეთქად და მოყვრის საამებლად კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. ცხადია ძველებური სინორჩე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ გარეგნული კუთხით ახლაც ბარე ორ ახალგაზრდა ლამაზმანს “ამოიჩრის იღლიაში”.

სწორედ ელენის სილამაზისა და სიბერესთან ბრძოლის საიდუმლოებებით დაინტერესდა ერთ-ერთი ფრანგული ბულვარული ჟურნალი და ფიგუს ჯერ კიდევ პოპულარულ ცოლს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩამართვა, სადაც ძირითადად ქალური სალამაზის ამბები და ამ სილამაზისაკენ მიმავალ ნარ-ეკლით მოსილი გზა განიხილეს.

ელენ სვედინი ამბობს, რომ უმთავრესი ჯანსაღი კვება და პირველყოვლისა ხორცზე უარის თქმაა, რადგან მისი აზრით ყველაზე მეტად ნაოჭმრავლობას ხელს ხორცის ჭამა უწყობს. იგი ასევე დაუმალავად აღიარებს, რომ პლასტიკურ ქირურგიასთანაც მეგობრობს და არაფერია იმაში დასამალი, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც ბოტოქსს უნდა მიელაციცოს.

0.124027