ფეხბურთი

23:02 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა, ვოლკოვის "ზირამ" შანსი თითქმის დაკარგა

ევროპა ლიგის პლეი-ოფში ლატვიურმა რფს-მ ნიქოზიის „აპოელი“ 2:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მასპინძელთა შორის, ლაშა ოდიშარია მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ლუკა სილაგაძე სათადარიგო სკამზე იყო. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში გაიმართება და ჯგუფური ეტაპის საგზურის მფლობელიც გაირკვევა.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში დავით ვოლკოვის „ზირა“ სტუმრად ნიქოზიის „ომონიასთან“ 0:6 განადგურდა და ჯგუფში მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგა. ვოლკოვი 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგო სკამზე იყო.

დანიურმა „კოპენჰაგენმა“ შინ 2:0 აჯობა შოტლანდიურ „კილმარნოკს“ და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. დანიელთა რიგებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში შოტლანდიაში გაიმართება.

დღესვე, ირანის ჩემპიონატის მეორე ტურში „პერსეპოლისი“ სტუმრად „ტრაქტორს“ დაუპირისპირდა და დაუზავდა - 1:1. გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა და ეს მისი პირველი მატჩი იყო მიმდინარე სეზონში. „პერსეპოლისს“ ორ ტურში ორი ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 30 აგვისტოს, „ფოლადს“ უმასპინძლებს.

0.122629