ფეხბურთი

21:27 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" 24 წლის იტალიელი მცველი დაიმატა

ბერგამოს „ატალანტამ“ „ტორინოდან“ რაულ ბელანოვა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

24 წლის მარჯვენა მცველმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. ბელანოვას სანაცვლოდ „ტორინომ“ 22 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსად 3 მილიონიც დაემატება.

რაულ ბელანოვა „მილანის“ აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი, არაერთ გუნდში ითამაშა - „ბორდოში“, „პესკარაში“, „კალიარიში“, „ინტერსა“ და „ტორინოში“, ხოლო 2019-2020 წლების სეზონში „ატალანტას“ წევრიც იყო, სადაც ის 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

0.113155