თბილისში მიმდინარე ქალთა მსოფლიო გრან პრის მეექვსე ტურში ლიდერთა შეხვედრებში, საპატიო პირველი სვლა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის, ფიდეს პრეზიდენტმა, არკადი დვორკოვიჩმა და ვიცე-პრეზიდენტმა, მაჰირ მამედოვმა გააკეთეს.
ნანა ძაგნიძემ ყაიმით დაასრულა პარტია ბიბისარა ასუბაიევასთან და კვლავინდებურად ინაწილებს სატურნირო პირველობას.
ლელა ჯავახიშვილი კი ალექსანდრა კოსტენიუკს დაუზავდა.
VI ტურის შედეგები:
ალექსანდრა კოსტენიუკი ½ : ½ ლელა ჯავახიშვილი
მარია მუზიჩუკი ½ : ½ სარასადატ ხადემალშარიეჰი
ალინა კაშლინსკაია 1:0 რამეშბაბუ ვაიშალი
ანა მუზიჩუკი ½ : ½ სტავრულა ცოლაკიდუ
ნანა ძაგნიძე ½ : ½ ბიბისარა ასუბაიევა
VII ტურის შეხვედრები:
ბიბისარა ასუბაიევა - ალექსანდრა კოსტენიუკი
სტავრულა ცოლაკიდუ - ნანა ძაგნიძე
რამეშბაბუ ვაიშალი - ანა მუზიჩუკი
სარასადატ ხადემალშარიეჰი - ალინა კაშლინსკაია
ლელა ჯავახიშვილი - მარია მუზიჩუკი
სატურნირო მდგომარეობა:
I - V ადგილი: ბიბისარა ასუბაიევა, მარია მუზიჩუკი, სტავრულა ცოლაკიდუ, ნანა ძაგნიძე, ალინა კაშლინსკაია - 3,5 ქულა;
VI – VII - ალექსანდრა კოსტენიუკი, ანა მუზიჩუკი - 3 ქულა;
VIII ადგილი: ლელა ჯავახიშვილი - 2,5 ქულა;
IX ადგილი - სარასადატ ხადემალშარიეჰი - 2 ქულა.
X ადგილი - რამეშბაბუ ვაიშალი - 2 ქულა;
სოფო ნიკოლაძე