სასტუმრო ბილტმორში საზეიმო ვითარებაში გაიმართა, ჭადრაკის სწავლების მეთოდიკის სახელმძღვანელოს წარდგენა.
ქართულად ითარგმნა საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდიკის ‘საფეხურები’, მასწავლებლის სახელმძღვანელო და მოსწავლის რვეულები.
აღსანიშნავია, რომ მეთოდიკის მსგავსი სახელმძღვანელო ქართულ სივრცეში აქამდე არ არსებობდა და ჭადრაკის მწვრთნელებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სიახლის დანერგვა.
რობ ბრუნიას და კორ ვან ვიგერდენის მიერ დაწერილი ‘საფეხურების’ ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლების სისტემა არის ჭადრაკის თამაშის სწავლების მეთოდი, რომელიც ოფიციალურად არის აღიარებული ნიდერლანდების ჭადრაკის ფედერაციის მიერ და წარმატებით არის დანერგილი მსოფლიოს წამყვან საჭადრაკო სკოლებში.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის ძალისხმევით, ფედერაციამ მოიპოვა საავტორო უფლებები ქართულ ენაზე სახელმძღვანელოს თარგმნის და გამოცემის.
2024 წლის, სექტემბრიდან, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელები, საწვრთნელ პროცესში იხელმძღვანელებენ ახალი მეთოდიკით.
წარდგენაზე, ქართველ ჭადრაკის პედაგოგებს წიგნები მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ‘ფიდე’ პრეზიდენტმა, არკადი დვორკოვიჩმა გადასცა საკუთარი ხელმოწერით. განსაკუთრებით მოიწონეს ახალი მეთოდიკა, ჩვენმა ლეგენდებმა: ნონა გაფრინდაშვილმა და ნანა ალექსანდრიამ.
სოფო ნიკოლაძე