საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა.
იორდანიაში 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ვახტანგ ლოლუა (60 კგ), ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ალადაშვილმა (71 კგ) და ვლადიმერ მინაძემ (92 კგ) მოიპოვეს.
23 აგვისტოდან მედლებისთვის ბრძოლაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები ჩაერთვებიან.