„ჩელსის“ ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ 24 საათის განმავლობაში „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდება - წერს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, კლუბების წარმომადგენლები უახლოეს 24 საათში ლონდონში შეხვდებიან, რათა საბოლოო დეტალები განიხილონ და ტრანსფერი დაასრულონ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსიმენის ტრანსფერით „ჩელსი“ დაინტერესდა და მზადაა, ნიგერიელი თავდამსხმელის შეძენის გარიგებაში ლუკაკუც ჩართოს. თუმცა კლუბები ვერ შეთანხმდნენ სატრანსფერო თანხაზე, რომელიც თან ახლავს ამ გაცვლას.
გასულ სეზონში ლუკაკუ იჯარით თამაშობდა „რომაში.“ მან კლუბის შემადგენლობაში 47 მატჩში 21 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.