ტურინის „იუვენტუსმა“ „მილანიდან“ ფრანგი მცველი პიერ კალულუ ინათხოვრა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კალულუ „იუვეს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 3.3 მილიონი ევროა, ხოლო გაისად მისი გამოსყიდვა 14 მილიონის და პლუს 3 მილიონის ბონუსის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი, თუ ტურინელები ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტენ. გარდა ამისა, მომდევნო ტრანსფერიდან „მილანს“ 10% ერგება.
24 წლის პიერ კალულუ „ლიონის“ აღზრდილია, სადაც გიორგი მიქაუტაძესთან ერთად თამაშობდა. „მილანს“ ის 2020 წელს შეუერთდა და 112 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.