„რომას“ თავდამსხმელის, პაულო დიბალას საუდის არაბეთში ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელმა უკვე მიაღწია შეთანხმებას „ალ-ქადსიასთან“, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 25 მილიონ ევროს მიიღებს.
ახლა დარჩენილია კლუბებს შორის შეთანხმება და ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიძლება ტრანსფერი 3 მილიონ ევროდ განხორციელდეს. ასე რომ, არსებობს შანსი, დიბალა არაბეთში მიზერულ თანხად გადაბარგდეს.
პაულო დიბალამ „რომაში“ 2022 წლიდან 78 მატჩში 34 გოლი გაიტანა. მანამდე ის „იუვენტუსის“ (293 მატჩი, 115 გოლი) და „პალერმოს“ (93 მატჩი, 21 გოლი) ღირსებას იცავდა.