ფეხბურთი

19:10 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ულსანი" სამხრეთ კორეის თასის ფინალს მიუახლოვდა, გიორგი არაბიძემ ისევ ითამაშა

სამხრეთ კორეის თასის ნახევარფინალში „ულსანმა“ სტუმრად „გვანჯუ“ 1:0 დაამარცხა და ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

„ულსანის“ რიგებში ზედიზედ მეორედ ითამაშა გიორგი არაბიძემ, რომელსაც დებიუტი კვირას K ლიგის მატჩში ჰქონდა. ქართველი ამჯერადაც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში და 66-ე წუთიდან იყო მოედანზე.

თავის მხრივ, „გვანჯუს“ რიგებში 79-ე წუთზე ითამაშა ბექა მიქელთაძემ, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

ამ გუნდებს შორის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი 28 აგვისტოს გაიმართება, თუმცა, იქამდე სამი დღით ადრე, 25 აგვისტოს, უკვე სამხრეთ კორეის ჩემპიონატში შეხვდებიან და მასპინძელი „გვანჯუ“ იქნება. ასე რომ, ერთ კვირაში მათ სამჯერ უწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113943