ფეხბურთი

18:30 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 38 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ნოიერმა აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და 2026 წლის მუნდიალზე თამაშიც სურდა, მაგრამ დაარწმუნეს, რომ ნაკრებიდან წასასვლელად ახლა შესაფერისი დროა.

მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებიდან 2009 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში „ბუნდესგუნდში“ 124 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გერმანიის ნაკრებიდან ევრო 2024-ის შემდეგ ნოიერის გარდა, თომას მიულერი, ილქაი გიუნდოგანი და ტონი კროოსი წავიდნენ.

0.113004