ფეხბურთი

15:01 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილქაი გიუნდოგანი ისევ "სიტიში" ითამაშებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდება. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და გერმანელი ინგლისურ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

ილქაი „სიტისთან“ 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ითამაშებს.

33 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ 2016-2023 წლებში ირჯებოდა და 304 შეხვედრაში 60 გოლი გაიტანა, გასულ ზაფხულს კი „ბარსელონაში“ გადავიდა, სადაც 51 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

0.121934