ფეხბურთი

1:02 | 21.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მასპინძლების დღე პლეი-ოფის პირველ მატჩებში

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სამი მატჩი გაიმართა და სამივეში მასპინძლებმა მოიგეს.

ნორვეგიულმა „ბოდო გლიმტმა“ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ 2:1 აჯობა. ნორვეგიელები მეორე ტაიმის სტარტზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და კარგი ფორა მოიპოვეს, მაგრამ სერბებმა 75-ე წუთზე გაქვითეს ერთი ბურთი, რაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს, რადგან საპასუხო შეხვედრა ბელგრადში შედგება.

„ლილი“ პრაღის „სლავიასთან“ დიდ უპირატესობას ფლობდა, რომელიც გოლებში მეორე ტაიმში ასახა. ფრანგებო ჯონათან დეივიდის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო შემდეგ ედონ ჟეგროვამ გაიტანა - 2:0. „ლილმა“ საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.

ყველაზე ახლოს ჯგუფურ ეტაპთან ზაგრების „დინამოა“, რომელმაც აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბაღი“ 3:0 დაამარცხა. შესაბამისად, წყვილში ფავორიტად იქცა და თუ სამბურთიან უპირატესობას არ გაანიავებს, ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

ოთხშაბათს კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება: „დინამო კიევი“ – „ზალცბურგი“, „მალმიო“ – „სპარტა“, „მიდტიულანდი“ – „სლოვანი“ და „იანგ ბოიზი“ – „გალათასარაი“.

0.116586