სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:36 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

3:0 პირველ მატჩში: სომხური "ნოა" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი სომხურმა „ნოამ“ სლოვაკურ „რუჟომბეროკთან“ 3:0 მოიგო და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

რუი მოტას გუნდი უკვე მეოთხე წუთზე დაწინაურდა, თამაშის ბოლო 10 წუთში კიდევ ორი გოლი შეაგდო და სოლიდური სხვაობით გაიმარჯვა. ამრიგად, 29 აგვისტოს, სლოვაკეთში სამბურთიანი სხვაობა არ უნდა გაანიავოს.

აღსანიშნავია, რომ „ნოა“ ერთადერთია იმ 50 კლუბიდან, რომელმაც კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო გამოსვა და პლეი-ოფამდე მივიდა. გარდა ამისა, პირველი სომხური კლუბი გახდა ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 თამაში მოიგო.

„ნოას“ მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი რუი მოტაა, სპეციალისტი, რომელიც გორის „დილაში“ ძალიან კარგად მუშაობდა, მაგრამ ივნისში ის ქართული გუნდიდან „ნოაში“ წავიდა სამუშაოდ.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ნოას“ გარდა, კიდევ ერთი სომხური კლუბი თამაშობს: „პიუნიკი“ სლოვენიურ „ცელიესთან“ გაარკვევს ურთიერთობას.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.129856