ფეხბურთი

22:23 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაურის გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ჯაბა ჯიღაურის „ნასაფმა“ სტუმრად „ოლიმპიკი“ 2:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.

ჯიღაური თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე თავის გამოჩენა მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 32 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

„ნასაფი“ 35 ქულით ლიდერია უზბეკეთის ჩემპიონატში, მომდევნო ტურში კი, 25 აგვისტოს, „ანდიჯანს“ უმასპინძლებს.

0.110156