ფეხბურთი

20:35 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" 17 ფეხბურთელი უნდა გაყიდოს

ლონდონის „ჩელსის“ 17 ფეხბურთელი ჰყავს ტრანსფერზე და მათ გასაყიდად 10 დღე აქვს, რაც სიტუაციას ართულებს.

ენცო მარესკას გუნდში ამჟამად თითქმის 50 ფეხბურთელია და ცხადია, რომ მას ყველა არ სჭირდება, ამიტომაც 17 მათგანი ტრანსფერზეა. „ჩელსის“ სიტუაციას ის ართულებს, რომ მხოლოდ სამი მათგანის გაშვება შეუძლია იჯარით.

ბრიტანული მედიის ცნობით, „ჩელსის“ დატოვება სხვებთან ერთად მოუწევთ ლუკაკუს, სტერლინგს, ბროიას, კეპას, დატრო ფოფანას, ჩალობას და კაზადეის.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ პრემიერლიგის პირველ ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:2 დამარცხდა.

თეგებიჩელსი
0.11203