ფეხბურთი

15:42 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებიდან წასვლას არ გეგმავს
38 წლის მეკარე სექტემბრის მატჩებს გამოტოვებს

„ბაიერნის“ მეკარეს, ოლივერ ნოიერს, კარიერის ეროვნულ ნაკრებში გაგრძელება სურს. მოსალოდნელია, რომ ნოიერი სექტემბერში სანაკრებოდ შეისვენებს და წლის ბოლოს ეროვნულ გუნდში დაბრუნდება.

მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, რომ 38 წლის მეკარე გერმანიის ნაკრებში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩენას აპირებს, - წერს X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.

გერმანია სექტემბერში ორ მატჩს გამართავს - ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდი უნგრეთისა და ნიდერლანდების ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

0.133609