ფეხბურთი

12:49 | 20.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა რონალდუს და რუნის გადაუსწრო

პორტალმა FourFourTwo-მ ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გარემარბების რეიტინგი შეადგინა.

მას ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი („ლივერპული,“ „ჩელსი“) ლიდერობს. მეორე ადგილი პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ („მანჩესტერ იუნაიტედი“) დაიკავა, მესამეზე კი კორეელი სონი („ტოტენჰემი“) გავიდა.

ტოპ ათეულში ასევე არიან ედენ აზარი („ჩელსი“), სადიო მანე („საუთჰემპტონი,“ „ლივერპული“), გარეთ ბეილი („საუთჰემპტონი,“ „ტოტენჰემი“), რობერ პირესი („არსენალი,“ „ასტონ ვილა“), რაიან გიგზი („მანჩესტერ იუნაიტედი“), რიად მაჰრეზი („ლესტერი,“ „მანჩესტერ სიტი“) და დევიდ ბექემი („მანჩესტერ იუნაიტედი“).

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩში სალაჰმა „იფსვიჩის“ წინააღმდეგ (2:0) გოლი გაიტანა. ეს პირველ ტურებში გოლი+პასის სისტემით პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა 14 ეფექტური ქმედება (ცხრა გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა) შეასრულა და ამ მაჩვენებლით „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ევერტონის“ ყოფილ თავდამსხმელს უეინ რუნის (13) გაუსწრო.

0.116037