„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „კომოსთან“ გამარჯვებაზე (3:0) ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ეს იტალიელი სპეციალისტის სადებიუტო მატჩი გახლდათ ტურინულ კლუბში სერია A-ში.
„კარგი გუნდური ფეხბურთი ვაჩვენეთ. მბანგულას (პირველი გოლის ავტორი) მიმართ კარგი წინათგრძნობა მქონდა და გაამართლა. თუმცა ყველასგან ბევრს ველოდები და არა მხოლოდ მისგან. მან დღეს იმიტომ ითამაშა, რომ თავისი შრომით იმსახურებდა ამას.
„კომომ“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა სერია B-ში და ჩვენ მათ ისეთივე პატივისცემით ვეპყრობოდით, როგორც სხვებს. როცა დაცვა გვჭირდებოდა, ამას ვაკეთებდით და როცა ბურთი „გვეჭირა,“ ბევრი მოთამაშე გვყავდა, რომლებიც ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ“, - ციტირებს მოტას სიტყვებს DAZN.
ბელგიელი თავდამსხმელი, სამუელ მბანგულა 20 წლისაა და ოთხი წელია „იუვენტუსის“ სისტემაში თამაშობს. „კომოსთან“ შეხვედრაში მისი დებიუტი შედგა პირველ გუნდში. ამჯერად მბანგულამ 23-ე წუთზე გახსნა ანგარიში, დამატებულ წუთებზე კი ანდრეა კამბიასოს გაატანინა.
მომდევნო ტურში 26 აგვისტოს „იუვენტუსი“ „ვერონას“ დაუპირისპირდება სტუმრად.