ფეხბურთი

18:59 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" მწვრთნელი: "მამუჩაშვილი კარგი იყო, სადებიუტო მატჩში საიმედოდ ითამაშა"

ტირასპოლის „შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა მისლავ კაროგლანმა ვლადიმერ მამუჩაშვილის დებიუტზე ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოლდოვის ჩემპიონის, „პეტროკუბის“ წინააღმდეგ 88 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა - 1:0. მან პირველად მოირგო ტირასპოლური გუნდის მაისური.

„კარგი და სტაბილური იყო. თამაშობს ისეთ პოზიციაზე, სადაც ბევრი მოძრაობა გჭირდება. გუნდთან ადაპტაციისთვის დრო ჯერ კიდევ სჭირდება, მაგრამ პირველ მატჩში საიმედოდ ითამაშა“, - თქვა მოლდოვური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ მამუჩაშვილმა „შერიფთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მომდევნო ტურში, 25 აგვისტოს, ტირასპოლელები „ზიმბრუს“ შეხვდებიან.

0.13494