ფეხბურთი

18:27 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრიმ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები დატოვა

ტიერი ანრიმ საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ანრის ფედერაციასთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ პრეზიდენტ ფილიპ დიალოსთან შეხვედრის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. როგორც აღნიშნა, არ სურს მუშაობის გაგრძელება პირადი მიზეზების გამო.

47 წლის ტიერი ანრი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 2023 წლიდან მუშაობდა და ცოტა ხნის წინ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოაპოვებინა. მანამდე ანრის უმუშავია „მონაკოს“ და „მონრეალის“ მთავარ მწვრთნელად, ხოლო ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

0.115114