ფეხბურთი

13:56 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "მრცხვენია და იმედია, ფეხბურთელებიც ჩემსავით არიან, თორემ გამოდის, რომ სწორ გზაზე არ ვართ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ წაგების (0:3) შემდეგ თქვა, რომ ასეთი ცუდი თამაში კარიერაში იშვიათად ჰქონია.

„სამარცხვინოა და მე, როგორც მწვრთნელს, მრცხვენია. კარიერაში, როგორც ფეხბურთელს და მწვრთნელს იშვიათად მქონია ასეთი თამაში. მე ენთუზიაზმით დავთანხმდი ამ გუნდში მუშაობას, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. ამ ტიპის მატჩი ჩემთვის ძალიან საწყენია. ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემი გული სისხლიანია და ვისურვებდი, რომ ფეხბურთელებიც ასე იყვნენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ. თუ ხვალ გავიცინებთ და ვიხუმრებთ, როგორც ადრე, ეს ნიშნავს, რომ არ გადავცემ გუნდს სწორ ცნებებს და ან ისეთ მძიმე დაავადებასთან გვაქვს, რომლის განკურნებას ბევრი დრო დასჭირდება“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში 25 აგვისტოს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

0.113602