ფეხბურთი

12:16 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: "შემეშინდებოდა "რომას" წარმოდგენა დიბალას ან მისი შემცვლელის გარეშე"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ პაულო დიბალას გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, აშინებს „რომას“ წარმოდგენა თუ არგენტინელს ვერ შეცვლიან.

„მე უკვე საკმარისად ვილაპარაკე ამ ამბავზე და არ მინდა მივუბრუნდე. შემეშინდებოდა „რომას“ წარმოდგენა დიბალას ან სხვა ფეხბურთელების გარეშე, თუ შემცვლელებს არ შევიძენდით. შემეშინდებოდა თუ ვინმე წავიდოდა და ვერ შევცვლიდით, მაგრამ თუ შევძლებთ წასული ფეხბურთელის ფუნქციონალურად შეცვლას, მაშინ წინ წავიდოდით იმ ფეხბურთელებით, ვინც გუნდში მოვიდოდნენ“, - თქვა დე როსიმ.

პაულო დიბალა „რომაში“ 2022 წლიდან თამაშობს და 78 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პალერმოს“ და „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა. არგენტინელ ფეხბურთელს საუდის არაბეთის კლუბს, „ალ ქადსიას“ უკავშირებენ, რომელთანაც იტალიური მედიის ცნობით, პირად კონტრაქტზე შეთანხმებულია.

0.114136