ფეხბურთი

11:39 | 19.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდი: "კუკურელია სახალისო ადამიანია"

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა „ჩელსისთან“ მატჩის (2:0) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, მარკ კუკურელიაზე ისაუბრა.

კუკურელიამ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ საზეიმო ცერემონიაზე ჰოლანდზე იმღერა კიდეც (ირონიულად), რასაც ნორვეგიელმა უპასუხა. აღსანიშნავია, რომ გოლის მომენტში ერლინგმა პოზიციისთვის ბრძოლა სწორედ ესპანელ მცველს მოუგო.

„კუკურელია სახალიცო ადამიანია - გასულ სეზონში მაისურს მთხოვდა, წელს ჩემზე სიმღერა დაწერა“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსის“ ჰოლანდის და მატეო კოვაჩიჩის გოლებით აჯობა.

0.114262