ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ ახალი სეზონი კარგად დაიწყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დამაჯერებლად 2:0 აჯობა.
მატჩის დასაწყისში ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე მატეო კოვაჩიჩმა სხვაობა გააორმაგა და „ქალაქელებმა“ მოგებით დაიწყეს, ხოლო „ჩელსიში“ ენცო მარესკას წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა.
„მანჩესტერ სიტი“ მეორე ტურში „იფსვიჩს“ უმასპინძლებს, ხოლო „ჩელსი“ „ვულვზს“ სტუმრად შეხვდება.