ფეხბურთი

16:37 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ კორეაში გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა

„ულსანში“ გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა 27-ე ტურში „სუვონის“ წინააღმდეგ ითამაშა.

არაბიძე მოედანზე 73-ე წუთზე შეუშვეს, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა და თამაში ასეც დასრულდა. მოგეხსენებათ, არაბიძე სამხრეთკორეულ გუნდს დაახლოებით 3 კვირის წინ შეუერთდა.

„ულსანი“ K ლიგაში 27 ტურის შემდეგ 45 ქულით მესამე პოზიციაზეა, 25 აგვისტოს კი, ბექა მიქელთაძის „გვანჯუს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114904