ფეხბურთი

0:56 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "ტორინოსთან" მარცხს გადაურჩა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში საბა საზონოვის „ტორინო“ ძალიან ახლოს იყო „მილანის“ დამარცხებასთან, მაგრამ ბოლო წუთებზე ორი გოლი გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

„ტორინო“ მალიკ ჩაოს ავტოგოლით და დუვან საპატას გოლით 68-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდა, რასაც 89-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო.

სამწუხაროდ, საბა საზონოვის მოედანზე გამოჩენის შემდეგ იყო ტურინელთათვის მატჩის ცუდი მონაკვეთი. საბა თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო და რამდენიმე წამში მას ალვარო მორატამ დაასწრო, რომელმაც „როსონერიში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. 95-ე წუთზე კი, ნოა ოკაფორმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 2:2. ეს გოლიც „ტორინოს“ ცენტრალური დაცვის ზონიდან გავიდა.

დღესვე საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ შინ „მონცას“ უგოლოდ დაუზავდა, ქართველი მცველი კი სათადარიგო სკამზე იყო.

0.125587