ფეხბურთი

0:15 | 17.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბორნმუთის" სარეკორდო ტრანსფერი

ინგლისურმა „ბორნმუთმა“ „პორტუდან“ ევანილსონი დაიმატა. ტრანსფერის ღირებულებამ 37 მილიონი ევრო, პლუს 10 მილიონის ბონუსი შეადგინა, რაც „ალუბლების“ ისტორიაში სარეკორდი შენაძენია.

აქამდე „ბორნმუთის“ სარეკორდო შენაძენი 2018 წელს „ლევანტედან“ ჯეფერსონ ლერმა იყო 30 მილიონ ევროდ.

გასულ სეზონში ევანილსონმა „პორტუში“ 42 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონში დიდი შანსია „ბორნმუთში“ გიორგი მამარდაშვილმა ითამაშოს.

0.114399