ფეხბურთი

1:44 | 16.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

34 პენალტი "აიაქსი" - "პანათინაიკოსის" დუელში: ევროპა ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
ევროპა ლიგის პლეი-ოფში ლატვიური და ბელარუსული კლუბებიც არიან

ევროპა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფის ყველა წყვილი ცნობილია.

პლეი-ოფში გავიდა ამსტერდამის „აიაქსი“, რომელმაც შინ „პანათინაიკოსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ სტუმრად ამავე ანგარიშით ჰქონდა მოგებული და პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ფრანჩესკო ფარიოლის გუნდმა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ პენალტების სერია საოცრად დრამატული გამოდგა: გუნდებმა 17-17 პენალტი შეასრულეს და საბოლოოდ, „აიაქსმა“ 13:12 გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ ამსტერდამელთა ფორვარდმა ბრაიან ბრობიმ ორიდან ვერცერთი პენალტი გამოიყენა...

ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს რაზგრადის „ლუდოგორეცი“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმს“ აჯობა. სხვათა შორის, პლეი-ოფში იქნება ბელარუსის გუნდიც, ლატვიური გუნდიც... ლატვიური რფს, სადაც ქართველი ფეხბურთელები ლუკა სილაგაძე და ლაშა ოდიშარია თამაშობენ. რფს-ის მეტოქე პლეი-ოფში ლაშა დვალის „აპოელი“ იქნება.

პლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ფარერების „კლაკსვიკს“, რომელიც სტუმრად ბოსნიურ „ბორაცთან“ დამატებით დროში 1:3 დამარცხდა და ახლა კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებს.

მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გამარჯვებული გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო დამარცხებული გუნდები კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებენ.

ევროპა ლიგის პლეი-ოფის წყვილები

„დინამო მინსკი“ (ბელარუსი) – „ანდერლეხტი“ (ბელგია)

„იაგელონია“ (პოლონეთი) – „აიაქსი“ (ნიდერლანდები)

„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) – „პეტროკუბი“ (მოლდოვა)

„ლუგანო“ (შვეიცარია) – „ბეშიქთაში“ (თურქეთი)

„ლასკი“ (ავსტრია) – „სტიაუა“ (რუმინეთი)

რფს (ლატვია) – „აპოელი“ (კვიპროსი)

„მაკაბი თელ ავივი“ (ისრაელი) – „ბაჩკა ტოპოლა“ (სერბეთი)

„პაოკი“ (საბერძნეთი) – „შემროკ როვერსი“ (ირლანდია)

„ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „ბორაცი“ (ბოსნია)

„მიოლდე“ (ნორვეგია) – „ელფსბორგი“ (შვედეთი)

„ბრაგა“ (პორტუგალია) – „რაპიდი“ (ავსტრია)

„პლზენი“ (ჩეხეთი) – „ჰართსი“ (შოტლანდია)

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 22-29 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11974