ფეხბურთი

14:58 | 15.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაურისიო პოჩეტინო აშშ-ს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნება

აშშ-ს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინო დაინიშნება. ESPN-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

არგენტინელი სპეციალისტი გრეგ ბერჰალტერს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა დატოვა. ამერიკელებს იურგენ კლოპის მიწვევა სურდათ, მაგრამ გერმანელთან შეთანხმება ვერ მიაღწიეს და საბოლოო არჩევანი პოჩეტინოზე გააკეთეს.

მაურისიო პოჩეტინო ბოლოს ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე პსჟ-ს და „ტოტენჰემის“ თავკაციც იყო.

აშშ 2006 წლის მუნდიალის თანამასპინძელია და ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, რომ ნაკრებმა ტურნირზე თავი კარგად წარმოაჩინოს.

0.115392