საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩის წინ, რომელშიც გორის „დილა“ „თელავს“ უმასპინძლებს, გენო პეტრიაშვილი სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრის წინაშე წარდგება.
ის ფანებს ოლიმპიურ ოქროს მედალს სიმბოლურად წარუდგენს, ხოლო კლუბი საჩუქრად „დილას“ მაისურს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილი პარიზში პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. „დილა“ – „თელავის“ მატჩი 17 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.