ფეხბურთი

0:01 | 14.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" "ბაიერნიდან" ორი ფეხბურთელი შეიძინა

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ მცველები, მატეის დე ლიხტი და ნუსაირ მაზრაუი დაიმატა.

ნიდერლანდელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მაროკოელმა - ოთხწლიანი. ორივე ფეხბურთელის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად, ხელშეკრულების განახლება ერთი წლით შეუძლიათ.

დე ლიხტის ტრანსფერი „მანჩესტერს“ 50 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო მაზრაუის შემთხვევაში გარიგების დეტალები უცნობია.

„მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დე ლიხტს და მაზრაუის კარგად იცნობს, რადგან ორივესთან „აიაქსში“ მუშაობდა.

მატეის დე ლიხტმა „ბაიერნში“ ორი სეზონი გაატარა და 73 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო ნუსაირ მაზრაუის აქტივში ასევე ორ სეზონში 55 თამაში და 1 გოლია.

0.122668